კახეთში ტყის ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სამომავლო გეგმები გააცნეს.
აღნიშნულ რაიონებში ჯამში თითქმის 100 000 ჰექტარ ფართობზე, ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოები მიმდინარე თვეს იწყება, მომავალი წლისათვის კი, ტყის მართვის ათწლიანი გეგმა მომზადდება.