კანადა კვალავ მასშტაბურ ხანძარს ებრძვის. ძლიერი დაკვამლიანებაა შეერთებულ შტატებშიც. 414 აქტიური ხანძრის კერიდან კონტროლირებადი მხოლოდ 175-ია.
ადგილზე 12 ათასამდე კანადელი მეხანძრე მუშაობს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა კანადას დახმარებისთვის 600-ზე მეტი მეხანძრე და ტექნიკა გაუგზავნა. შექმნილი მდგომარეობის გამო , სკოლები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, გაუქმდა, ან გადაიდო ავიარეისები.
კანადისა და შეერთებული შტატების მთავრობები ძლიერი კვამლის გამო მოსახლეობას შინ დარჩენისა და პირბადეების გამოყენებისკენ მოუწოდებენ.
კანადაში ტყის ხანძრების შედეგად 4 მილიონ ჰექტარი ტერიტორია დაიწვა.