თუ ნატო ვერ შეთანხმდება უკრაინასთან დაკავშირებით წინსვლის მკაფიო გზაზე, აშკარაა იმის შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ უკრაინაში ჯარების განთავსებასთან დაკავშირებით, ზომები ინდივიდუალურად მიიღოს - ამის შესახებ ანდერს ფოგ რასმუსენმა Guardian-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
ნატო-ს ყოფილი გენმდივანი ამბობს, რომ ეს სავარაუდოდ, იმ შემთხვევაში მოხდება, თუ წევრი სახელმწიფოები, მათ შორის აშშ, ვილნიუსში ალიანსის სამიტზე კიევს უსაფრთხოების ხელშესახებ გარანტიებს არ მისცემენ.
უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარის თქმით, აუცილებელია, რომ უკრაინამ უსაფრთხოების წერილობითი გარანტიები მიიღოს, სასურველია სამიტამდე, მაგრამ ნატო-ს ჩარჩოს მიღმა.