კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნის 100-ზე მეტი მხარდამჭერი რუსეთის პოლიციამ 4 ივნისს დააკავა, რომლებიც ქუჩებში ყველაზე პოპულარული ოპოზიციის ლიდერის 47 წლის დაბადების დღის აღსანიშნავად გამოვიდნენ.
არსებული ინფორმაციით, მოსკოვის დროით საღამოს 11 საათისთვის, 23 ქალაქში 109 ადამიანი დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ ნავალნი სასჯელს თაღლითობასა და სასამართლოს უპატივცემულობისთვის იხდის, რომელიც მისი თმით, შეთხზულია მის გასაჩუმებლად. ამჟამინდელი პატიმრობა მას 2031 წელს ეწურება, მაგრამ თუ მის წინააღმდეგ გახსნილ ყველა საქმეში მაქსიმალური სასჯელი დაეკისრება, დრო 2050 წლამდე გაიზრდება.
ნავალნი ცნობილი გახდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ელიტის სახალხო კრიტიკითა და მათი უზარმაზარ კორუფციაში დადანაშაულებისთვის.