26 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
იმედგაცრუება იყო, როდესაც სტატუსი ვერ მივიღეთ- ხათუნა სამნიძე

რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის განცხადებით, როდესაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, კონკრეტული რეკომენდაციები მიიღო , იყო იმედგაცრუება. 

როგორც ხათუნა სამნიძე "ღამის კურიერის" ეთერში განმარტავს, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპარლამენტისგან კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და კანდიდატის სტატუსს. 

"როდესაც ჩვენ სტატუსი ვერ მივიღეთ და მივიღეთ კონკრეტული რეკომენდაცია, იყო იმედგაცრუება. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ  ასეთი ხელისუფლება ჰყავს ქვეყანას, ქვეყანამ უნდა მიიღოს ევროპული სტატუსი კონკრეტული დათქმებით, რადგან რუსეთთან პირისპირ დატოვება ნიშნავს, რომ რუსეთი გააძლიერებს საკუთარ პროპაგანდას ქვეყნის შიგნით. ყველა გამოკითხვაში ჩანს, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანი არის ყველაზე მტკიცე და მზარდი ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, ჩვენი ცივილიზებული არჩევანია,  ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებულია, რომ ვიყოთ ევროპული ოჯახის ნაწილი. ამ პროცესში  ყველაფერს აკეთებს საზოგადოება და ოპოზიცია საკუთარი მანდატის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს პრეზიდენტი საკუთარი განცხადებებით და ველოდებით, რომ კონკრეტული  ნაბიჯებითაც ხელს შეუწყობს ამ პროცესს,"-აცხადებს ხათუნა სამნიძე. 

დღის ამბები