26 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
ევროკავშირის იმპერია ინგრევა- ერდოღანის ხელახალი არჩევა ანგრევს მითს იმის შესახებ, რომ ბრიუსელს რაიმე გეოპოლიტიკური გავლენა აქვს - The telegraph

ევროკავშირის იმპერია ინგრევა,  ერდოღანის ხელახალი არჩევა ანგრევს მითს იმის შესახებ, რომ ბრიუსელს რაიმე გეოპოლიტიკური გავლენა აქვს,- ამის შესახებ The Telegraph-ი წერს. 

ევროკავშირის სანდოობა უკრაინის კრიზისზე მისი არადამაჯერებელი პასუხის გამო უკვე მოექცა ინტენსიური შემოწმების ქვეშ.

ზოგიერთ დიდ სახელმწიფოს შორის განხეთქილებაა- გერმანია, საფრანგეთი და იტალია  ცდილობენ მოსკოვის მიმართ ნაკლებად კონფრონტაციული პოზიციის დამკვიდრებას, მაშინ, როცა განვითარებადი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მაგალითად პოლონეთი ამტკიცებს, რომ კონტინენტის გრძელვადიანი უსაფრთხოება საჭიროებს უკრაინის ფრონტზე რუსეთის ყოვლისმომცველ და ცალსახა მარცხს.

ევროკავშირს ვეღარ ექნება ორაზროვანი მიდგომა ანკარასთან მიმართებაში. ერთის მხრივ, ევროპა ქრთამს სთავაზობს ევროპაში არალეგალური მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად, მეორეს მხრივ კი გმობს თურქეთს რუსეთთან მჭიდრო კავშირების გამო,- წერს გამოცემა. 

დღის ამბები