26 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
კიდევ ერთი საერთაშორისო ტრიბუნა, რომელზეც საქართველო ხვალ წარდგება- ირაკლი ღარიბაშვილი  უკვე მოლდოვის დედაქალაქშია

კიდევ ერთი საერთაშორისო ტრიბუნა, რომელზეც საქართველო ხვალ წარდგება. ამჯერად პრემიერ-მინისტრი, რომელიც უკვე კიშიინეუშია. ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა და მისი პარტნიორი 20 სახელმწიფო, მთელი კონტინენტი რუსული საფრთხის წინააღმდეგ.

მოლდოვის დედაქალაქში შეკრებილი ლიდერების მთავარი საზრუნავი პოლიტიკურ თანამშრომლობასთან ერთად უსაფრთხოების გამოწვევები და ევროპის ენერგეტიკული სტაბილურობაა, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი საქართველოსაც აქვს.

ევროპის 47 ლიდერს მაია სანდუ მე-19 საუკუნეში აგებულ ციხე-სიმაგრეში მასპინძლობს, რომელიც გამორჩეული არქიტექტურითა და ღვინის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბებითაა ცნობილი.

მოლდოვის დედაქალაქში ლიდერების უსაფრთხოებას ასობით პოლიციელი და სპეცსამსახურის თანამშრომელი იცავს. ევროპული გაერთიანების მეორე სამიტზე აკრედიტებულია 656 ჟურნალისტი, რაც ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას.

საქართველოს პრემიერი ხვალ მონაწილეობას თემატურ დისკუსიებში მიიღებს, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილს ორმხრივი შეხვედრებიც ექნება.

 

დღის ამბები