26 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
მშენებლობა, საფინანსო საქმიანობა, ტრანსპორტი, ვაჭრობა - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რამაც საქართველოში ეკონომიკური მაჩვენებლები გაზარდა

მშენებლობა, საფინანსო საქმიანობა, ტრანსპორტი, ვაჭრობა - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რამაც საქართველოში ეკონომიკური მაჩვენებლები გაზარდა. ოფიციალური მონაცემები, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ, 7.5% შეადგინა.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში, პოზიტიური დინამიკის ხელშემწყობ ფაქტორებზეც საუბრობენ.

"საქართველო, როგორც ბიზნესის კეთების საუკეთესო ადგილი" - ასეთია ანალიტიკოსების შეფასება. ექსპერტები ამბობენ, რომ გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა, საქართველოს ეკონომიკაში სტაბილურ გარემოს ქმნის.

ეკონომიკური მიმართულებით საბოლოო, განახლებულ მონაცემებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, თვეში ერთხელ აქვეყნებს.

დღის ამბები