26 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
"მას შეეძლო დღესვე ეთქვა, რომ მიიღო გადაწყვეტილება და შეიწყალა ნიკა გვარამია" - რა შეფასებები მოჰყვა პრეზიდენტის გამოსვლას ევროპარლამენტში

პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში უკვე შეაფასეს თბილისშიც. ოპოზიციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა სწორი აქცენტები, თუმცა მათივე თქმით, ისურვებდნენ, რომ პრეზიდენტს შეეწყალებინა ნიკა გვარამია.

"სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში იყო სწორი აქცენტები გაკეთებული, რუსეთის უკრაინაში აგრესიის შემდეგ ის ადგას სწორ გზას, თუ შეიძლება ასე ითქვას, თუმცა მაინც რჩება უკმაყოფილების გრძნობა, თუნდაც იმის გამო, რომ მას დღეს შეეძლო მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მას შეიყვანდა ისტორიაში პოზიტიურად. მას შეეძლო პირდაპირ დღესვე ეთქვა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და შეიწყალა ნიკა გვარამია,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გამოსვლის იმ ნაწილზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც ქვეყნის პროგრესს ეხებოდა. მათი თქმით, ქვეყანა ობიექტურად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, თუ რასაც ამბობენ ევროკავშირის სტრუქტურებში და ევროკომისია რასაც ადგენს და ევროკომისია ადგენს იმას, რომ ასოცირებულ ტრიოში საქართველო არის პირველ ადგილზე და არანაირი ობიექტური რეალობა და მიზეზი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს არ ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ჩვენთვის დღის წესრიგი, ხაზს ვუსვამ იმას, რომ ნომერი პირველი ეს არის სიმშვიდე და პრაგმატული პოლიტიკა,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები