26 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა, სხდომას გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობდა

პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას განათლების მინისტრი ხელმძღვანელობდა- საუბარი შეეხო პროფესიული განათლების პრიორიტეტებსა და ამ მიმართულებით ახალი მექანიზმების შემუშავებას.

შეხვედრაზე ითქვა,  რომ ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ მიმართულებით დაიხარჯება, რაც დასაქმების პროცენტულ მაჩვენებელს საგრძნობლად გაზრდის.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული კოლეჯის დაფუძნებისას, მთავარი უნდა იყოს უზრუნველყოფილი კერძო სექტორის და დამსაქმებლების ჩართულობა თავშივე, რათა უზრუნველყოფილი იქნას რაც შეიძლება მაღალი პროცენტულობის დასაქმება,"-აცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი. 

დღის ამბები