26 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
მანიპულაცია, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ არის სასკოლო მაგალითი, თუ როგორ ხდება პროპაგანდისტული მესიჯების ჩამოყალიბება და გავრცელება - შალვა პაპუაშვილი

პირდაპირ შეგიძლიათ აიღოთ ადამიანების სია, როგორც ქართველების, ასევე უცხოელების, ვინც ეს დეზინფორმაციული კამპანია აწია და ეს ის ადამიანები არიან, ვინც ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს წინსვლას ეწინააღმდეგებიან, - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი კრიტიკას, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში, გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება.

"პირდაპირ შეგიძლიათ აიღოთ ადამიანების სია - როგორც ქართველების, ასევე უცხოელების, ვინც ეს დეზინფორმაციული კამპანია აწია და გვერდზე მიუწეროთ, რომ ეს ის ადამიანები არიან, ვინც ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს წინსვლას ეწინააღმდეგებიან.

მანიპულაცია, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ არის სასკოლო მაგალითი, თუ როგორ ხდება პროპაგანდისტული მესიჯების ჩამოყალიბება და გავრცელება შიდა თუ გარე წყაროებით, შიდა თუ გარე ლობისტებით, ფასიანი თუ უფასო დახმარებით საქართველოს დისკრედიტაციის საკითხში," - აცხადებს პაპუაშვილი.

სხდომაზე სპიკერსა და თინა ბოკუჩავას შორის კამათი იყო.

"სწორი იქნება, რომ თქვენც მოითხოვოთ, პრემიერ-მინისტრი წარსდგეს პარლამენტის წინაშე და ამ უმწვავეს კითხვებს, რომელიც არის საზოგადოებაში, გასცეს პასუხი. რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც მათ შორის გააკეთა გუშინ ნატოსთან დაკავშირებით, რომელიც არის ღია თავდასხმა ნატოზე," – აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ენმ-ს თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავა.

დღის ამბები