26 ნოემბერი 2024,   12:23
ვრცლად
საქართველოს ნატოში გაწევრიანების რამდენიმე წლიანი სურვილი და წითელი ხაზი რუსეთისთვის - ოკუპანტის თავდასხმა 2008 წელს და შეჭრა უკრაინაში 2022 წელს

რუსეთის ლიდერებს არასდროს დაუმალავთ, რომ კრემლი საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო. ინტერვიუ დიმიტრი მედვედევმა "რუსთავი 2"-ს 2013 წელს მისცა და რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეაგირება მოსკოვის მხრიდან ალიანსის გაფართოების შემთხვევაში აუცილებლად მკვეთრი იქნებოდა, ეს არაერთხელ უთქვამს თავად ვლადიმერ პუტინსაც საკუთარ გამოსვლებში, 2022 წელსაც უკრაინაში შეჭრის წინ და საქართველოში 2008 წლის ომის შემდეგაც.

საქართველომ 2008 წელს MAP-ი ვერ მიიღო, ბუქარესტში ნატოს ლიდერები მაშინ მხოლოდ ერთობლივ დეკლარაციაში ჩანაწერზე შეთანხმდნენ და გადაწყდა, რომ საქართველო და უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები მომავალში აუცილებლად გახდებოდნენ. რუსეთის ფედერაციისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სამიტიდან ოთხ თვეში საქართველოში რუსული არმია შემოჭრილიყო და ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოეხდინა.

მოსკოვი რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებს არ დაუშვებდა, ეს კარგად იცოდნენ დასავლელმა ლიდერებმაც. სწორედ ამიტომ, თავის დროზე რამდენადმე ევროპული სახელმწიფო საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგ ღიად გამოდიოდა. მათ შორის იყო საფრანგეთი, რომლის ამჟამინდელმა პრეზიდენტმაც არაერთხელ აღნიშნა უკრაინის ომის კონტექსტში, რომ ნატო რუსეთის საზღვართან ახლოს მოსკოვისთვის საფრთხეს წარმოადგენს. რუსეთის ქმედებები შეახსენა დღეს ოპონენტებს მმართველმა გუნდმა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ევროპული სტრუქტურების "სწრაფი და ობიექტური გადაწყვეტილებების" მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2008 წელს საქართველო რომ ნატოს წევრი გამხდარიყო, ქვეყანა ტერიტორიების ოკუპაციას აცდებოდა. ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება ოპოზიციის ნაწილისთვის წარსულია. პოლიტიკურ პარტიებში მიიჩნევენ, რომ სწორედ 2008 წლის გამოცდილება უნდა გახდეს მაგალითი იმისა, რომ უახლოეს სამიტზე საქართველომ მაქსიმალური მხარდამჭერი გზავნილები მიიღოს.

დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე უარის თქმას რომ წინა ხელისუფლება აპირებდა და არა მოქმედი, ამაზე აქცენტი დღეს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა. საქართველო საგარეო კურსის ცვლილებაზე ოპოზიციის განცხადებების პარალელურად, მმართველი პარტია ოპონენტებს ქვეყნის კონსტიტუციას და მასში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე მათ მიერვე გაკეთებულ ჩანაწერს ახსენებს. საქართველო პარტნიორების მხარდაჭერას ნატოს ვილნიუსის სამიტზე ელოდება.

დღის ამბები