26 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
ქართველი მუსიკოსი, რომელიც  მსოფლიომ თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო პიანისტად სიცოცხლეშივე აღიარა - ლექსო თორაძე დღეს 71 წლის გახდებოდა

ფენომენალური ტექნიკის მქონე ლექსო თორაძე მსოფლიომ თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო პიანისტად სიცოცხლეშივე აღიარა. დღეს კი, დიდი პიანისტის დაბადების დღეს, მისი სახელობის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.

ლექსო თორაძე მუსიკალურმა სამყარომ უკანასკნელ გზაზე შარშან გააცილა, სწორედ მაშინ გაუჩნდა ოჯახს მისი სახელობის საერთაშორისო ფესტივალის დაარსების იდეა. მხარდაჭერა ლექსო თორაძის ოჯახმა იდეის განსახორციელებლად არა მხოლოდ მის სამშობლოში, არამედ საზღვარგარეთაც მალევე იპოვა.

თორაძის საერთაშორისო ფესტივალზე მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები ჩამოვიდნენ. 9 დღის განმავლობაში კლასიკური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების გარდა ფესტივალი მსმენელს მასტერკლასების სერიასაც შესთავაზებს. დღეს ლექსო თორაძე 71 წლის გახდებოდა.

დღის ამბები