26 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტში ახალ პოლიტიკურ ჯგუფს შექმნიან - მათ ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს

პარლამენტმა პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების, რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

რეგლამენტში ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე კენჭი ცოტა ხნის წინ უყარეს - რეგისტრაცია გიარა 119-მა დეპუტატმა, ცვლილებებს მხარი დაუჭირა 91-მა, წინააღმდეგი არცერთი იყო.

საუბარია ცვლილებებზე, რომლის მიღებითაც, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ. შედეგად, ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტში ახალ ჯგუფს ქმნიან. ხელმძღვანელი რომან გოცირიძე იქნება და ჯგუფს "ევრო-ოპტიმისტები" ერქმევა.

პროექტი, ინიციატორებს და ყოფილ კოლეგებს შორის ურთიერთბრალდებების საგანი გახდა.

 

დღის ამბები