26 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
პრინცესა დაიანას სამკაულების საწყისი ფასი ვარსკვლავურ აუქციონზე ჯერჯერობით დაუდგენელია - მსოფლიოს ყველაზე ცნობადი ადამიანების ნივთები გასაყიდად გაიტანეს

მსოფლიოს ყველაზე ცნობადი ადამიანების ნივთები საერთაშორისო აუქციონებზე გასაყიდად გამოიტანეს.

კოლექციონერებისთვის ყველაზე დიდი მოულოდნელობა დიდი ბრიტანეთის პრინცესას დაიანას სამკაულებია, რომელიც მონარქს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთ საღამოზე ეკეთა. ყელსაბამი და საყურეები, ჯერჯერობით, შეუფასებელია, ფასს ორგანიზატორები გერნსის აუქციონზე გამოაცხადებენ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ პრინცესა დაიანას სამკაულები მინიმუმ რამდენიმე მილიონი დოლარი ეღირება.

პრინცესა დაიანას გარდა, მსოფლიოს ყველაზე ცნობილ აუქციონებზე, მათ შორის, საქველმოქმედო მიზნით, უკვე გაიყიდა მაიკლ ჯექსონის დის, ჯენეტის ბიუსტჰალტერი და ასტონ მარტინის მარკის ავტომობილი.

სოტბის საერთაშორისო აუქციონზე კი ცნობილი ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტის ნამუშევარი კუნძული ატერზეში 53 მილიონ დოლარად გასხვისდა. შედევრმა ბინა იაპონელი კერძო კოლექციონერის გალერეაში დაიკავა.

დღის ამბები