26 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
პურზე ფასი არ გაიზრდება - მთავრობა იმპორტირებულ ფქვილზე, ადგილობრივი მეწარმეების დასაცავად, დროებით საიმპორტო გადასახადს აწესებს

პური არ გაძვირდება - ფასის სტაბილურობას მთავრობის ახალი გადაწყვეტილება უზრუნველყოფს. 10 ივნისიდან 5 თვის განმავლობაში, ფქვილის იმპორტზე დამატებითი საფასური დაწესდება.

საკითხზე მთავრობის სხდომაზე დღეს იმსჯელეს. მოგვიანებით კი დადგენილების დეტალები სოფლის მეურნეობის მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა. ოთარ შამუგიას განცხადებით, გადაწყვეტილება მხარეებთან შეჯერებულია, მიზანი, ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და პურის ფასის სტაბილურობაა.

მთავრობის ახალ ინიციატივას აფასებენ მეპურეებიც. მეწარმეები ამბობენ, რომ ფქვილის იმპორტზე დროებითი საფასურის დაწესება, ქართველ ფერმერებს, კონკურენტულ გარემოში მუშაობის საშუალებას მისცემს.

დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომელიც საწარმოებს აამუშავებს – ასე აფასებენ მთავრობის ინიციატივას მარცვლეულის, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში. უკვე ცნობილია, რომ დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ, წისქვილკომბინატები ადგილობრივ ხორბალს 70 თეთრად ჩაიბარებენ.

მთავრობა დადგენილებას უახლოეს სხდომაზე მიიღებს. 

 

დღის ამბები