მოხალისეთა ორგანიზაციები თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებს აფასებენ - გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან.
თავდაცვის სამინისტროს კიბერ უსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა, მოხალისეთა ორგანიზაციის წევრებს, ვებ-საიტის პროექტი გააცნეს.
"გავეცანით ამ ყველაფერს, ეს პირველ რიგში ეხებათ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა სოციალური უზრუნველყოფა და სხვა მიმართულების ბენეფიტები არის მკვეთრად მომატებული. ასევე, რაც შეეხება წვევამდელთა ეროვნულ სამსახურს და სტუდენტებს, მათთვის არის ძალიან საინტერესო შეთავაზებები, რომელიც მორგებულია მოქალაქეებზე", - განაცხადა "მაზნიაშვილის ლეგიონის" გამგეობის წევრმა პაატა გიგაურმა.