26 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" პრემიერს მიმართავს, წარადგინოს კონკრეტული ინფორმაცია რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენის შესახებ

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" პრემიერს მიმართავს, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას წარადგინოს კონკრეტული ინფორმაცია რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენის შესახებ.

ფრაქციის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, დღის წესრიგში არაერთი კითხვა დგას, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილმა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა უპასუხოს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მოხსენებით პრემიერ-მინისტრი დეპუტატების წინაშე ისედაც წარდგება, ხოლო პარტიები რა საკითხებს წამოჭრიან, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული.

"რაც მთავარია, ეს ანგარიში აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს ინფორმაციას იმ კითხვებზე, რომელიც ჩვენ დავსვით - ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რა დათმო ქართულმა მხარემ და ასევე, რა სხვა საკითხები განიხილებოდა მოსკოვთან", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები