26 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
"მარაბდის გმირები" - ღონისძიება ილია მეორის აღსაყდრების 45 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი საღამოების ფარგლებში გაიმართა

ილია მეორის აღსაყდრების 45 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საღამოები იმართება - "მარაბდის გმირები" ამ სახელწოდებით ღონისძიება 9 ძმა ხერხეულიძეს და ბრძოლაში დაღუპულ გმირებს მიეძღვნა.

საღამოს დასკვნითი ნაწილი დაეთმო მუსიკოს კაკო ვაშალომიძის ჯაზ-კვარტეტს. ღონისძიებას საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

"ხაზს ვუსვამთ ამ საღამოების ფარგლებში იმ სასულიერო პირებსა და სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს, რომლებიც სინოდმა პატრიარქობის პერიოდში წმინდანად შერაცხა. ამით ჩვენ გვინდა ერთგვარი მიმოხილვა გავაკეთოთ მაყურებლის წინაშე თუ ვინ ჰყავდა მხედველობაში პატრიარქს და ვინ უნდა ყოფილიყო მისაბაძი,"  - აცხადებს დეკანოზი, საპატრიარქოს საზოგდოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მამა ანდრია (ჯაღმაიძე).

დღის ამბები