26 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
ოპოზიცია არ მონაწილეობს პროცესებში, თუმცა 12 რეკომენდაციაზე გვითხრეს, რომ ერთად უნდა გაგვეკეთებინა ყველაფერი - კახა კალაძე

ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ 12 პუნქტის შესასრულებლად ჯერ კიდევ გადასადგმელია მნიშვნელოვანი ნაბიჯები - ამის შესახებ ის არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომლებმაც 22-25 მაისის პერიოდში ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს. მათ დეტალები დღეს შეაჯამეს.

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ შეხვედრებზე მეტ-ნაკლებად დადებითად შეფასდა ძალისხმევა და გადადგმული ნაბიჯები სხვადასხვა პრიორიტეტის შესრულებაში. თუმცა, ევროპარლამენტარების ზოგადი შეფასება 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით, კრიტიკულია.

"ევროკავშირში მკაფიოდ ხედავენ და აფასებენ ქართველი ხალხის ძალისხმევას დაიცვას ქვეყნის ევროპული კურსი, თუმცა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ეს შესაძლებელია, რომ საკმარისი არ აღმოჩნდეს, რადგან ამ მხრივ აუცილებელია 12 პრიორიტეტის შესრულება, რაც უპირველესყოვლისა არის საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა.

მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბრიუსელში არ მიიჩნევენ, რომ 12 პრიორიტეტი არის სრულყოფილად შესრულებული," - აცხადებს "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" (DRI) დირექტორი თამარ ხიდაშელი.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ 12 რეკომენდაცია ძალიან მალე იქნება შესრულებული. თუმცა, თბილისის მერი კახა კალაძე აღნიშნავს, რომ 12 რეკომენდაციაზე ერთად უნდა ემუშავათ, როგორც მმართველ გუნდს, ასევე ოპოზიციას, რაზეც ოპოზიციამ უარი განაცხადა.

"თორმეტივე რეკომენდაცია იქნება შესრულებული ძალიან მალე. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობს და არ მონაწილეობდა აღნიშნულ პროცესებში. 12 რეკომენდაციაზე ჩვენ გვითხრეს, რომ ერთად უნდა გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი, მარტო ხელისუფლებისთვის არ უთქვამთ გააკეთეთო. თუმცა, მათ არჩიეს, რომ წინააღმდეგ წასულიყვნენ ამ ყველაფრის. ეს არ არის პირველი შემთხვევა.

ჩვენ გვახსოვს, როცა ხდებოდა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მსჯელობა, გვახსოვს ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ბრიუსელში კაბინეტ-კაბინეტ დარბოდნენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ მიეღოთ ჩვენს მეგობრებს და როგორმე შეეფერხებინათ. ეს ყველაფერი მიმართული იყო ქვეყნის წინააღმდეგ, ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი იყო და არა "ქართული ოცნების", - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები