26 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
"მინდა მადლიერება გამოვხატო ჩემი ერისადმი, რადგან მან დემოკრატიის დღესასწაული გვაჩუქა" - ერდოღანმა არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა

თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში თავის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. ერდოღანმა თავი არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა და თურქეთის მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა მადლიერება გამოვხატო ჩემი ერისადმი, რადგან მან დემოკრატიის დღესასწაული გვაჩუქა. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენი ერის ყველა წარმომადგენელს, რომლებმაც კიდევ ერთხელ მანდეს მომდევნო 5 წლის განმავლობაში ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა, მადლობა იმ არჩევანისთვის, რომელიც მათ გააკეთეს“, - განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, წინასწარი შედეგებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერდოღანი ლიდერობს. ცენტრალურმა სააარჩევნო კომისიამ წინასწარი შედეგები უკვე გამოაქვეყნა

დღის ამბები