26 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
"ქართული ოცნება" არის პრინციპული ადამიანებით დაკომპლექტებული, რომლებიც თავიანთ სიმართლეს ყოველთვის ბოლომდე გაიტანენ - მამუკა მდინარაძე

თბილისში "ქართული ოცნების" პარტიული კონფერენცია გაიმართა. შეხვედრის დაწყებამდე პარტიის ლიდერებმა კომენტარები გააკეთეს.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, "ქართული ოცნება" არის საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მყარი პარტია, რომელიც პრინციპული ადამიანებითაა დაკომპლექტებული.

"ჩვენ გვყავს 42 000-ზე მეტი წევრი პარტიაში და ხშირად ვატარებთ ხოლმე კონფერენციებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალი ბიუროები და პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეებია ასარჩევი.

ეს[ქართული ოცნება] არის საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მყარი პარტია, პრინციპული ადამიანებით დაკომპლექტებული, რომლებიც თავიანთ სიმართლეს ყოველთვის ბოლომდე გაიტანენ. ეს აძლიერებს არამხოლოდ პარტიას, არამედ ქვეყანას და მის პრინციპულ გადაწყვეტილებებს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თბილისის კონფერენციაზე ვაკის, საბურთალოს და კრწანისის პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

დღის ამბები