26 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
ჩვენი ქვეყნის ინტერესი რუსეთსაც გააჩნია, შავი კატების გამოშვების, ასე რომ, ყურადღებით იყავით ყველანი და რეალურად ვიმოქმედოთ - გია ვოლსკი

ვლადიმირ პუტინის განცხადებას, რომლის თანახმადაც, სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საქართველოს რეაქციით გაკვირვებულია, შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ამბობს, რომ რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტაზე, რუსეთმა მიიღო გადაწვეტილება ფრენების აღდგენაზე.

"ოპონენტები ამ შემთხვევაში ძალიან ცუდად იქცევიან, მით უმეტეს მაშინ როდესაც პერიოდულად რუსეთიდან რაღაც ინფორმაცია შემოდის, რაღაც განმარტებები შემოდის და ოპოზიციასთან პრაქტიკულად მათ ინტერესებთან თანხვედრაში ხდება ხშირად განცხადებების გაკეთება, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან. დაპირისპირების გაღრმავება ჩვენ ინტერესებში არ არის, ვინაიდან, საფრთხეები მართლაც რეალურად. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტაზე, რუსეთმა მიიღო გადაწვეტილება ფრენების აღდგენაზე. როდესაც ჩვენ ვაძლევთ ტექნიკურ დოკუმენტაციას, ეს თანხმობას ნიშნავს, როდესაც არ აძლევ ტექნიკურ დოკუმენტაციას, ეს ნიშნავს სანქციის გამოცხადებას, რასაც საპირისპირო სანქციები მოჰყვება. არსებობს ინტერესები ქვეყნებისა, ჩვენი ქვეყნის ინტერესი რუსეთსაც გააჩნია, გარკვეული ინტერესები, შავი კატების გამოშვების, ასე რომ ყურადღებით იყავით ყველანი და რეალურად ვიმოქმედოთ ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას სჭირდება," - აცხადებს გია ვოლსკი.

 

 

დღის ამბები