26 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას პრეზიდენტის აბსურდულ განცხადებაზე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ასევე იმიტომ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს ვცემ - კახა კალაძე

”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება აბსურდულია.

"არ ვაპირებ პოლემიკაში შესვლას და კომენტარის გაკეთებას მის აბსურდულ განცხადებაზე პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ასევე იმიტომ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს ვცემ. ამიტომ თავს შევიკავებ,"- აცხადებს თბილისის მერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე.

პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და განაცხადა, რომ ეს დღე არ არის ბრალდებებისთვის განკუთვნილი:

"დღევანდელი დღე არა ბრალდებების წაყენების არის და ამ დღის დისკრედიტაციისთვის, არამედ ეს დღე განსაკუთრებულია და უნდა აღვნიშნოთ ყველამ ერთად,"- საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

დღის ამბები