26 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
ლიეტუვისა და ლატვიის მთავრობები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ლიეტუვის მთავრობა. პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე ლიეტუვის მთავრობის და ხალხის სახელით საქართველოს მიესალმება. 

დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

"ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. ლატვიის ურთიერთობა საქართველოსთან დამყარებულია თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებზე. წარმატებებს ვუსურვებთ ქართველებს ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე," – აღნიშნულია ტვიტერზე გავრცელებულ მილოცვაში.   

დღის ამბები