ძველი სახლის ნაცვლად ახალ, ცხოვრებისთვის უსაფრთხო და თანამედროვე ტიპის საცხოვრებელ ფართებს ამჯერად ვარკეთილში მცხოვრები 29 ოჯახი მიიღებს.
მერიის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში კალოუბნის ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი კორპუსი მოხვდა, რომელიც გამაგრებით სამუშაოებს აღარ ექვემდებარებოდა და მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.
სანამ კერძო კომპანია ახალ ბინებს ააშენებს, ოჯახებს ქირით საცხოვრებლად გადაიყვანენ. ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, მერიას უკვე დაწყებული აქვს 45 პროექტის რეალიზაცია.