ომის მიუხედავად, უკრაინა რუსულ ნავთობსა და გაზს მის ტერიტორიაზე გავლის შესაძლებლობას აძლევს - ამ სათაურით სტატიას "ვაშინგტონ პოსტი" ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინელი ოფიციალური პირები დასავლელი პარტნიორებისგან უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას და რუსეთთან პრაქტიკულად ყველა ეკონომიკური კავშირის გაწყვეტას მოითხოვენ.
"ვაშინგტონ პოსტის" ინფორმაციით, უკრაინა ამტკიცებს რომ მათ სხვა არჩევანი არ აქვთ, გარდა იმისა რომ შეინარჩუინონ საკუთარი კომერციული გარიგებები, ამას კი იმით ხსნიან რომ ეს ბერკეტია კრემლზე ზეწოლის მოსაპოვებლად.
გარდა ამისა, "ვაშინგტონ პოსტი" წერს, რომ გაზზე კონტრაქტის მიხედვით რუსეთი ვალდებულია უკრაინას ყოველწლიურად 1-დან 1,5 მილიარდ დოლარამდე გადაუხადოს.
რუსეთიდან უკრაინის გავლით რესურსების მიწოდებაზე წერს აზერბაიჯანული გამოცემა "ჰაქინიც". გამოცემის მიხედვით, ანტი რუსული სანქციების ჯგუფმა, შეიმუშავა რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი ქმედებების გეგმა.
გამოცემაში აღნიშნულია, რომ გეგმის მიხედვით უნდა შეწყდეს რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ყველა დარჩენილი მარშრუტის ოპერირება, რომელიც ევროპას რესურსებს აწვდის, გარდა იმ მარშრუტებისა რომლებიც უკრაინის ტერიტორიის გავლით გადის.