სოხუმში, სახაროვის და არძინბას ქუჩების კვეთაზე, მკვლელობა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია Apsnypress-ს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა, რადა სანგულიამ დაუდასტურა.
მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე ე.წ. სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ, გარემოებები ზუსტდება.
ადგილობრივი ტელეგრამ არხების ცნობით, მსხვერპლი ახალგაზრდა რეპატრიანტია, რომელიც აფხაზეთში თურქეთიდან ჩავიდა. სროლის დროს 12 წლის მოზარდი ფეხში დაიჭრა. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.