ხონის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდება. მიზეზი ცოფის ვირუსის დადასტურება გახდა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, სურსათის უვნებლობის სამსახურის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეშვეობით, მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო პროცედურა გატარდება. მისი თქმით, უკვე დაიწყო მიუსაფარი ძაღლების ვაქცინაცია და მიმდინაროებს მათზე დაკვირვება.
როგორც ლადო ჯურხაძე აცხადებს, 18 მაისს ძაღლმა სამი არასრულწლოვანი დაკბინა. გამოვლინდა ძაღლთან კონტაქტში მყოფი 12 პირი და ყველა მათგანს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთდა.