საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წამლების ჩამონათვალი გაიზარდა, რომლებზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს.
მათივე ცნობით, ფასის ზედა ზღვარი 1 600-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზეა განსაზღვრული.
"რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი წლის ბოლომდე 7000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება. რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
https://referenceprice.moh.gov.ge/ui/#/main აღნიშნულ ბმულზე, მოსახლეობას შეუძლია ნახოს მედიკამენტების ჩამონათვალი.