ზუგდიდის სკეიტ პარკში ახალგაზრდული ფესტივალი მიმდინაროებს, სადაც ბოლო ზარისადმი მიძღვნილი მაშტაბური ღონისძიებები იმართება.
ასევე, ადგილზე მოეწყო საუნივერსიტეტო ხეივანი, გამოფენები, დრამერების მონაწილეობით ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეთა საზეიმო მსვლელობა ჩატარდა, მიმდინარეობს სპორტული აქტივობები.
ზუგდიდის მერია ამ ღონისძიებებით სკოლის კურსდამთავრებულებს მოუწოდებს, უარი თქვან ბოლო ზარზე დრიფტების მოწყობაზე და დღესასწაული უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოში აღნიშნონ.