26 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
როგორ ხილს ვჭამთ - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სეზონური მონიტორინგი დაიწყო

ნესვი, საზამთრო, მარწყვი - სეზონური ხილი, რომელიც ბუნებრივ ვიტამინებთან და სიჯანსაღესთან ასოცირდება, შეიძლება ადამიანისთვის მძიმე დაავადებების მიზეზი გახდეს.

ინტოქსიკაცია, მწვავე ალერგია, კუჭ-ნაწლავის სიმსივნე, დერმატოლოგიური და რეპროდუქციული პრობლემები - ეს არასრული ჩამონათვალია დაავადებების, რომლის გამომწვევიც შეიძლება გახდეს ნიტრატებითა და სხვა ტოქსინებით გაჯერებული ხილი.

სეზონის მოახლოებასთან ერთად, კვებითი ინტოქსიკაციით მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა კლინიკებშიც.

სეზონურ ხილს გარდა, ინტოქსიკაციას ძლიერი ალერგიული რეაქციები ახასიათებს.

ნიტრატი, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, საშიშ შხამად გარდაიქმნება. ფეხმძიმე ქალებში, ნიტრატებით მდიდარი საკვების დიდი რაოდენობით მიღების შედეგად, ჩნდება ნაყოფის დაზიანების საფრთხე. მეძუძურ დედებში, ხდება ლაქტაციის შეწყვეტა. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში ფერხდება განვითარება.

არაკეთილსინდისიერი ფერმერი, იმისთვის, რომ ხილი, უფრო დიდი, მკვეთრი ფერის თუ სუნის და მეტად მომხიბვლელი გახადოს, საჭიროზე მეტ ნიტრატს იყენებს. ამგვარად, მოყვანილი ნაყოფი მომგებიანია, უფრო ძვირად იყიდება და უფრო გვიან ლპება. ჯანსაღი ხილის შერჩევა კი, მომხმარებლისთვის სულ უფრო რთული ხდება.

ამ ეტაპზე, საქართველოში, მხოლოდ იმპორტირებული საზამთრო და ნესვი იყიდება. იმის შესამოწმებლად, რამდენად უსაფრთხოა ეს ხილი მომხმარებლისთვის, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სეზონური მონიტორინგი დაიწყო. უწყებამ, სამგორის ბაზრის ტერიტორიაზე - საზამთროს, ნესვისა და მარწყვის ნიმუშები დალუქა. ყველა საკვლევი ნიმუში იმპორტულია.

ამჯერად, უწყებამ მხოლოდ 5 ნიმუში გამოიკვლია, რაც ბაზრის სრულ სურათს არ ასახავს. ამით მონიტორინგი არ დასრულებულა. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, სეზონის დასრულებამდე 200-ამდე ნიმუში უნდა შეამოწმოს.

დღის ამბები