26 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
გაბონში გატაცებული ქართველი მეზღვაურები თავისუფლები არიან

გაბონში გატაცებული ქართველი მეზღვაურები თავისუფლები არიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ძალისხმევის შედეგად, 21 მაისს, ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან გათავისუფლება მოხერხდა. ისინი სამედიცინო შემოწმებას ნიგერიაში გადიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მეზღვაურები სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან. მათ მგზავრობას დამსაქმებელი კომპანია უზრუნველყოფს. ქართველი მეზღვაურები ცენტრალური აფრიკის, გაბონის ტერიტორიულ წყლებში, ღუზაზე მდგომი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 2 მაისს გაიტაცეს.

დღის ამბები