26 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
"ზელენსკისგან მტკიცე გარანტია მაქვს, რომ ისინი არ გამოიყენებენ "ეფ-16-ებს" რუსეთის გეოგრაფიულ ტერიტორიაზე" - ჯო ბაიდენი

ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვოლოდიმერ ზელენსკისგან მტკიცე გარანტია აქვს, რომ ისინი არ გამოიყენებენ "ეფ-16-ებს" რუსეთის გეოგრაფიულ ტერიტორიაზე. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჰიროსიმაში "დიდი შვიდეულის" სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თუმცა, ჯო ბაიდენის თქმით, "ეფ-16-ები" უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამხედროების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

"დიდი შვიდეულის ყველა წევრი, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად განვაგრძობთ უკრაინის ეკონომიკური, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების მიმართულებით მხარდაჭერას. ზელენსკისგან მტკიცე გარანტია მაქვს, რომ ისინი არ გამოიყენებენ "ეფ-16-ებს" რუსეთის გეოგრაფიულ ტერიტორიაზე. თუმცა, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის დანაყოფების წინააღმდეგ მათ ეს შეუძლიათ," - აცხადებს ჯო ბაიდენი.

დღის ამბები