26 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
საქართველო არასოდეს იტყვის უარს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტის იმ ღირებულებაზე, რისთვისაც ყველამ ერთად უნდა ვიღვაწოთ - თეონა აქუბარდია

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის, ფადი ასლის სტატუსთან დაკავშირებით შეფასებები გრძელდება ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დათმობის ხარჯზე არც ერთი ნაბიჯის გადადგმა არ უნდა მოხდეს. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ  საქართველო არასოდეს უარს არ იტყვის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე და ეს ყველაფერი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზით მოხდება. 

"თითქოს რუსეთი წამოვა და საქართველოს დაუბრუნებს ოკუპირებულ აფხაზეთს და ცხინვალს, ამ მოცემულობაში ამის ალტერნატივად მოყვანა იმის, რომ საქართველოს ევროპული ან ევროატლანტიკური გზა გადის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე უარის თქმაზე, ყველაზე მინიმუმ არის საკითხის არ ცოდნა. საქართველო არასოდეს უარს არ იტყვის ტერიტორიულ მთლიანობაზე და სუვერენიტეტის იმ ღირებულებაზე, რისთვისაც ყველამ ერთად უნდა ვიღვაწოთ და ეს აუცილებლად მოხდება ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზით,“ - აცხადებს თეონა აქუბარდია.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თუკი საქართველო ნატოსა და ევროკავშირში შევა, ის შევა როგორც მთლიანი საქართველო. 

"ჩვენი მიზანი არის გაერთიანებული საქართველო, მშვიდობა და ევროპა, ეს არის ის მიზანი, რაც აქვს ჩემს პარტიას და მე ვფიქრობ, რომ არა ერთ კოლეგა პარტიას. რაც შეეხება საკითხის ასე დაყენებას, მე ვფიქრობ, ეს არის მცდარად ფორმულირება. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შევა ან ევროკავშირში ან ნატოში, ის შევა როგორც მთლიანი საქართველო, სხვანაირი ინტეგრაციული მოდელი არ არსებობს," - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

დღის ამბები