მოლდოვაში ევროპული ინტეგრაციის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. კიშინიოვის ქუჩებში, 70 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. მათ სიტყვით ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მიმართა.
რობერტა მეცოლამ იმედი გამოთქვა, რომ მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს მიმდინარე წელს დაიწყებს. მან მოლდოველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ მოლდოვა მზად არის ევროკავშირში უფრო ღრმა ინტეგრაციისთვის. აქცია პრეზიდენტ სანდუს ინიციატივით იმართება.