26 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
მკვლელობა კახეთში - გარდაცვლილია 35 წლამდე კაცი

მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში - გარდაცვლილია 35 წლამდე ასაკის მამაკაცი.

შემთხვევა სოფელ ვაზისუბანში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მოხდა. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, სასიკვდილო ჭრილობები მამაკაცს, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან გასროლით მიაყენა.

სავარაუდო მკვლელის დასაკავებლად, პოლიცია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს ატარებს.

"პრაიმტაიმი“ მკვლელობის დამატებით დეტალებს არკვევს.

დღის ამბები