26 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
საქართველოს პერსონალური სანქცია არავის მიმართ არ აქვს დაწესებული, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან დამრღვევები ოკუპაციის კანონის - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პერსონალური სანქცია არავის მიმართ არ აქვს დაწესებული, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან დამრღვევები ოკუპაციის კანონის.

"საქართველოს პერსონალური სანქცია არავის მიმართ არ აქვს დაწესებული, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან დამრღვევები ოკუპაციის კანონის. ახლა ყველა კონკრეტულ დეტალზე, ვინც არ უნდა იყოს რუსეთის, რომელიც მოქალაქეს არ უნდა იყოს, ყველაზე შეგვიძლია ახალი კამპანიის აგება, რომ ის სადღაც სხვაგან არის სანქცირებული. გასაგებია, ჩვენს მეგობარ ქვეყნებში მათ შორის. მაგრამ, რადგან საქართველოს მიერ არ არის სანქცირებული, ელემენტარული საფუძველიც შეიძლება არ გააჩნდეს მებაჟეს მისი გაჩერების ან არ შემოშვების და ამაზე შეიძლება ააგონ ახალგაზრდების მიმართ სპეკულაციური კამპანია. გვერდის ავლის საშუალებით, შეიძლება სანქცირებული გახდეს ტვირთის, კომპანიის, ბორტის საქართველოში შემოსვლა, არ შემოსვლა. ეს იყო სწორედ მიზეზი იმისა, რომ სანქცირებული თვითმფრინავი საქართველოში ვერ შემოფრინდება, მაგრამ რაც შეეხება პერსონალურ სანქციებს, აქ კატეგორიულები იმიტომ ვიყავით, რომ კონკრეტული სანქცირებული პირის შემოშვება ან არ შემოშვება ვერ გახდება. ანუ ეს უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან და არავინ შევიყვანოტ შეცდომაში", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები