რუსთავის ეკოლოგიური მდგომარობის გაუმჯობესების მიზნით, რუსთავის მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შვედეთის განვითარების საგენტოსთან ერთად, რუსთავის ჭალის ტყის განვითარების დოკუმენტზე მუშაობს.
დოკუმენტი, რომელიც ქალაქის ეკოსისტემს გაუმჯობესების მიზნით იქმნება, რუსთავის მოსახლეობის ჩართულობით უნდა შემუშავდეს და ის, რუსთავის მერიისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის მთავარი განსახილველი თემაცაა.
სამოქალაქო სექტორის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა, ტერიტორია დაათვალიერეს და ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართეს.