26 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
კრახით დასრულდა, როგორც გუშინდელი, ისევე გუშინწინდელი აქცია და ამ კრახს ერთმანეთს აბრალებდნენ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ლიდერები - ირაკლი კობახიძე

ქვეყანაში გამართულ აქციებს უმრავლესობა აფასებს. ქართული ოცნების თავმჯდომარე აცხადებს, რომ საპროტესტო გამოსვლები კრახით დასრულდა, ის აქციის ორგანიზატორების მიზნებზე საუბრობს და არსებულ რეალობას ახსენებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, გუშინ და გუშინწინ გამართული აქციის კრახით დასრულების მიზეზი არის ის, რომ ქსენოფობია არის შეუთავსებელი ქართულ კულტურასთან და საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს რა მიზნები ამოძრავებთ ამ პროვოკატორებს.

"კრახით დასრულდა, როგორც გუშინდელი, ისევე გუშინწინდელი აქცია და ამ კრახს ერთმანეთს აბრალებდნენ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ლიდერები. სინამდვილეში ამ კრახს აქვს ერთადერთი მიზეზი, არა პერსონალური მიზეზი, არამდე მიზეზი არის ის, რომ ქსენოფობია არის შეუთავსებელი ქართულ კულტურასთან და მეორე, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს რა მიზნები ამოძრავებთ ამ პროვოკატორებს, როგორებიც არიან ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე და სხვები, რომლებიც თვითონ იღებენ ფულს რუსი მდგმურებისგან, რუსულ რუბლებს რუსეთის ბიუჯეტიდან. ისინი, რომ პროვოკატორები არიან და ერთადერთი ეს მიზანი ამოძრავებთ, საზოგადოებამ ძალიან კარგად შეიცნო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები