26 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
უკრაინისადმი მხარდაჭერა, გაერთიანებული სამეფოსა და კანადის პრემიერ მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს

უკრაინისადმი მხარდაჭერა, გაერთიანებული სამეფოსა და კანადის პრემიერ მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს. უკრაინისადმი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ჯასტინ ტრუდომ და რიში სუნაკმა იაპონიაში გამართულ პრეს კონფერენციაზე ისაუბრეს.

როგორც 2 ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ამბობენ, ისინი იმდენ ხანს დაუჭერენ უკრაინას მხარს, რამდენიც ეს ომში მყოფ ქვეყანას დაჭირდება.

"მჯერა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ყოფნა დიდი შვიდეულის სამიტზე ისტორიული მნიშვნელობის მომენტია. დიდი შვიდეულისა და ჩვენი პარტნიორების პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით დგომა ძლიერ სიგნალს გზავნის ჩვენი ერთიანობისა და სიმტკიცის შესახებ. ვიდგებით უკრაინის გვერდით, რამდენი ხანიც ამას დასჭირდება, რადგან მათი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა. დიდი შვიდეულის სტრატეგია ნათელია. უფრო მეტად ვუჭერთ მხარს უკრაინას ბრძოლის ველზე. დიდი ბრიტანეთი ზაფხულში უკრაინელი მფრინავების F-16 ავიაგამანადგურებლების მართვაში წვრთნებს დაიწყებს, რითაც გავაძლიერებთ უკრაინის საჰაერო თავდაცვას", - განაცხადა რიში სუნაკმა.

კანადის პრემიერ მინისტრის ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, კანადამ ახალი სანქციები დააწესა იმ სუბიექტებზე, რომლებიც აწვდიან სამხედრო ტექნოლოგიებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც მონაწილეობენ ადამიანის უფლებების მუდმივ დარღვევაში, მათ შორის უკრაინელი ბავშვების რუსეთში გადაყვანაში.

"დიდი შვიდეულის წევრებმა მოკავშირეებთან ერთად კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. როგორც იცით კანადამ ახალი სანქციები დააწესა იმ სუბიექტებზე, რომლებიც აწვდიან სამხედრო ტექნოლოგიებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც მონაწილეობენ ადამიანის უფლებების მუდმივ დარღვევაში, მათ შორის უკრაინელი ბავშვების რუსეთში გადაყვანაში. ჩვენი ვალდებულებაა დავემორჩილოთ გაეროს წესდებას და პატივი ვცეთ ყველა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ეს არის საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენ შევძლებთ წინსვლას. რა თქმა უნდა, კანადა გააგრძელებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას", - განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.

 

 

დღის ამბები