26 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
ელენე ხოშტარია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

პოლიტიკური პარტია "დროას" თავმჯდომარე ელენე ხოშტარია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ხოშტარიამ წინასწარი დაკავების იზოლატორი უკვე დატოვა.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარია გუშინ, თელავის პოლიციის განყოფილებასთან დააკავეს. ის სასტუმრო "ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე დაკავებულებთან ადვოკატის შეშვებას ითხოვდა, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა.

 

დღის ამბები