აუცილებელი წესები, რომელიც წნევის გაზომვის დროს უნდა დავიცვათ - კომპანია "როსმაქსის" წარმომადგენელი, სპეციალისტი ნინო მელაძე გადაცემა "შუადღეში" განმარტავს, თუ რატომ არ უნდა გავიზომოთ წნევა ჭამის შემდეგ მალევე და რატომ არ არის მიზანშეწონილი წამოწოლილ მდგომარეობაში წნევის გასინჯვა.
"აუცილებლად უნდა მივეყუდოთ კარგად საზურგეს. ფეხები არ უნდა იყოს გადაჯვარედინებული, ფეხის ტერფები იატაკს მყარად უნდა ეხებოდეს. კუნთების დაჭიმულობა იწვევს აუცილებლად ცდომილებას, შესაბამისად, კუნთები არ უნდა იყოს დაჭიმული.
ასევე, შარდის ბუშტი არ უნდა იყოს სავსე. ახალ ნაჭამზე არ უნდა გავიზომოთ, აუცილებლად მოგცემს ცდომილებას.
წნევა არ არის მუდმივობა და იცვლება. დაწოლილ მდგომარეობაში სხვა წნევა გვაქვს, დამჯდარს სხვა, ხოლო ფეხზე მდგომს ასევე სხვა წნევა. მონიტორინგისთვის სასურველია რომ ერთსა და იმავე მდგომარეობაში გავიზომოთ," - აცხადებს ნინო მელაძე.