სასტუმრო "ახაშენი" სპეცილურ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, მათ სასტუმროში ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით, ტყუილია:
"ვეხმაურებით მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას.
ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჩვენს სასტუმროში ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით არის ტყუილი და მიზანმიმართულად გავრცელებული პროვოკაცია.
სასტუმრო "ახაშენი ღვინის კურორტსა და სპას" ლავროვის გვარით დაჯავშნილი სტუმარი არ ჰყავს,"- აღნიშნულია განცხადებაში.