პარლამენტის წევრი, "ქართული ოცნების" დეპუტატი გრეტა წიწავა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციის წესით მოსმენის მიმდინარეობისას, ოპოზიციის წევრების მხრიდან მინისტრისთვის დასმულ შეკითხვებს აფასებს.
როგორც გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც 7 ნოემბრის და 26 მაისის დარბევების ავტორია, გომელაურს და შს სამინისტროს აქციის დაშლაზე საყვედურობენ.
„სამეგრელოში გვაქვს ერთი ასეთი გამოთქმა (მეგრულად მრავლისმთქმელია) "თოკით ჩამომხრჩვალის ოჯახში თოკზე არ საუბრობენო"...ხატია დეკანოიძის პარტია არის 7 ნოემბრიდან დაწყებული 26 მაისით გაგრძელებული სისხლად და სიკვდილად ქცეული აქციების ავტორი..... ახლა ესენი (ნაცები) ვახტანგ გომელაურს და მის უწყებას აქციის დაშლაზე დაყენებული ხმით ესაუბრებიან....“ - წერს დეპუტატი Facebook-ზე.