26 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
"არა რუსეთთან ფრენებს“ - ეს ციტატა საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა- როგორია მმართველი პარტიის პოზიცია

მთავრობის მეთაურმა ოპოზიცია ორმაგ სტანდარტში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.  ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან მოსკოვიდან შესრულებული პირველი ავიარეისი შეაფასა და ოპონენტებს 2008 წლის ომის შემდგომ გაკეთებული კომენტარები შეახსენა.

მათ შორის, პრემიერ–მინისტრმა ელენე ხოშტარიას ის განცხადებაც გაიხსენა, სადაც დროას ლიდერი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს ლობირებდა. მთავრობის მეთაურმა ახსენა მიხეილ სააკაშვილის ლარსზე ტურისტებთან შეგებების ეპიზოდიც, რომელიც აგვისტოს ომის შემდგომ იყო წარსულზე აქცენტი ირაკლი ღარიბაშვილის გარდა, საკანონმდებლო ორგანოშიც გაკეთდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ოპონენტების მხრიდან ფრენების აღდგენაზე უარყოფით კონტექსტში საუბარი მხოლოდ სპეკულაციაა, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მათი თქმით, წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შემდეგ, თავად გაამარტივა მოსკოვთან მიმოსვლა და მაშინ მიხეილ სააკაშვილი რუს ტურისტებს პირადად ხვდებოდა. ამ თემაზე მმართველმა ძალამ ყოფილი პრეზიდენტის არაერთი გამოსვლა მოიყვანა მაგალითად რუსეთიდან საქართველოში შესრულებულ პირველ პირდაპირ ფრენაზე საკანონმდებლო ორგანოში ერთმანეთის მიყოლებით გამარტეს ბრიფინგები ობიზიციისწარმომადგნელბმა.

პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ ფაქტი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს განსაკუთრებით აზიანებს, ამიტომ მიიჩნევენ, რომ საჭიროა საზოგადოების გააქტიურება და ქუჩაში პროტესტი. "ქართულ ოცნებაში" დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლის გადაწყვეტილება რუსეთმა ცალმხრივად მიიღო.

მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ ფრენების გაუქმებით მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები დაზარალდებიან. ითქვა ისიც, რომ ქვეყანა რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს, თუმცა უზრუნველყოფს რომ საქართველო მოსკოვისთვის სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი არ გახდეს.

სახელისუფლებო გუნდმა დღეს, აეროპორტში გამართული საპროტესტო აქციაც შეაფასა და ოპონენტები გააკრიტიკა. რუსეთმა საქართველოს სავიზო რეჟიმი 10 მაისს გაუუქმა. ამავე დღეს ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლაც განაახლა. პირველი ავიახომალდი მოსკოვიდან თბილისში დღეს, აეროპორტის ტერიტორიაზე პროტესტის ფონზე დაეშვა.

დღის ამბები