26 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა ექსპრეზიდენტის საქმეზე დეტალური ინფორმაცია 22 საელჩოს წარმომადგენელს მიაწოდა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა, უწყებაში 22 საელჩოს წარმომადგენელი მიიღო. რატი ბრეგაძემ დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდა ინფორმაცია სააკაშვილის საქმესთან და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

თითქმის 2 საათიან შეხვედრას ბრიტანეთის, ჩეხეთის, იტალიის, საბერძნეთისა და უნგრეთის ელჩები ესწრებოდნენ. იუსტიციის სამინისტროს დატოვების შემდეგ, დიპლომატებმა თქვეს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გარდა, მინისტრთან, მიხეილ სააკაშვილთან უცხოელი მედიკოსების დაშვებაზეც ისაუბრეს.

რატი ბრეგაძემ დღეს მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლო გადაყვანასტან დაკავშირებითაც ისაუბრა. მინისტრი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მხოლოდ ექიმების რეკომენდაციის საფუძველზე დაბრუნდება.

დროებით ღონისძიებაზე უარი შემდეგ, ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია. ევროსასამართლოში არსებითი განხილვის დაწყებას ელოდება "ნაციონალური მოძრაობა".

მმართველი გუნდის შეფასებით, სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სპეკულაციებს წერტილი დაუსვა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ სააკაშვილის საქმის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი მხოლოდ ლობისტური კამპანიის ნაწილია

სტრასბურგის სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებაზე უარი 10 მაისს უთხრა.

დღის ამბები