26 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
"ნაცებმა ევრორეკომენდაციების მხარდაჭერისთვის საკუთარი თანაგუნდელები ისე დააბულინგეს, ხალხს მათი მმართველობის სისასტიკე კიდევ ერთხელ თავადვე შეახსენეს" - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტში საინტერესო დღეებია, გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ევრორეკომენდაციების მხარდაჭერისთვის საკუთარი თანაგუნდელები "დააბულინგეს".

მდინარაძის თქმით, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მტკიცდება, რომ "ნაციონალების" პარტიული გენეტიკაა ფაშისტური მიდგომები, ბულინგი, გაჩუმება, ზეწოლა და რომ არ გამოსდით, უკიდურესად ღიზიანდებიან.

"საინტერესო დღეები გვაქვს პარლამენტში: გუშინ ნაცებმა ევრორეკომენდაციების მხარდაჭერისთვის საკუთარი თანაგუნდელები ისე დააბულინგეს, ხალხს მათი მმართველობის სისასტიკე კიდევ ერთხელ თავადვე შეახსენეს. 
დღეს ნაცმოძრაობის ტელევიზიის ჟურნალისტის კითხვა ასე დაიწყო - “რატომ აძლევთ თავს უფლებას თქვათ”…
თქმის უფლებასო!.. არ ვაჭარბებ!.. არჩეულ დეპუტატის წინაშე დასმულ კითხვაში გამოიყენა ეს ფორმულირება… 
ცივილიზაციამ და შესაბამისმა კონსტიტუციებმა მიანიჭეს ეს უფლება დეპუტატებს, ჟურნალისტებს, სხვა პროფესიის ადამიანებს და ზოგადად, ადამიანებს. ჟურნალისტების მინიმუმ 90%-ზე მეტს არც მოაფიქრდება კითხვის ფორმულირებით მისი შეზღუდვა…"- წერს მამუკა მდინარაძე

დღის ამბები