26 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
ნარკოდანაშაულისთვის შს სამინისტრომ 55 პირი დააკავა, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 55 პირი დააკავა, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 55 პირი დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია.

ნარკოტიკების უკანონო გასაღებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1982 წელს დაბადებული გ.ლ., 1977 წელს დაბადებული ლ.ხ., 1989 წელს დაბადებული ვ.ბ., 1999 წელს დაბადებული რ.მ., 1974 წელს დაბადებული ვ.რ., 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.ა., 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ა., 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.მ., 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ხ. 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.ო. 1988 წელს დაბადებული ნ.ვ., 1996 წელს დაბადებული გ.ე., 1979 წელს დაბადებული გ.მ., 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ფ.ფ., 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ვ., 1955 წელს დაბადებული ნ.ჯ., 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.გ., 1976 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ქ.მ., 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ., 1994 წელს დაბადებული ლ. ჩ., 2000 წელს დაბადებული ვ.ლ. 1977 წელს დაბადებული ლ. შ. , 2002 წელს დაბადებული თ.მ. ,1988 წელს დაბადებული ი.ფ. , 2001 წელს დაბადებული ლ. ჯ., 1997 წელს დაბადებული დ.ჩ., 1997 წელს დაბადებული მ.ა., 1996 წელს დაბადებული გ.წ., 1991 წელს დაბადებული ს.ბ., 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ა.ფ., 1958 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჯ.,1995 წელს დაბადებული ა.ც., 1984 წელს დაბადებული გ.კ., 1990 წელს დაბადებული ე.პ., უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული ე.ო. 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ვ., 2000 წელს დაბადებული რ.ა.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან: 1989 წელს დაბადებული მ.ნ., 2002 წელს დაბადებული ს.ტ., 2004 წელს დაბადებული ა.ა., 1985 წელს დაბადებული ბ.ს, 1980 წელს დაბადებული ზ.ს., 1970 წელს დაბადებული მ.წ., 1974 წელს დაბადებული ვ.მ., 2002 წელს დაბადებული ი.შ., ,1980 წელს დაბადებული მ.ა., 1980 წელს დაბადებული ო.ე., 1991 წელს დაბადებული მ.გ. , 1990 წელს დაბადებული ბ.დ.,2000 წელს დაბადებული თ.ყ. 1986 წელს დაბადებული ა. ა. ,1982 წელს დაბადებული რ.მ., 1974 წელს დაბადებული ლ.მ., 1983 წელს დაბადებული გ.ჩ., 1988 წელს დაბადებული, უ.ი.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული, კერძოდ სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, შემდგომში რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, რასაც შემდგომ შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: „კოკაინი“, „ჰეროინი“, „სუბუტექსი“, „ჰაშიში”, „მდმა“, „ალფა-პვპ“, „სუბოქსინი", ე.წ. სინთეტიკური ნარკოტიკი, „მეტამფეტამინი“, „მეტადონი“, „ტრამადოლი“, „მეფედრონი", "ამფეტამინი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფი. ასევე ამოღებულია მცირე ზომის ელექტრო სასწორები, მარიხუანას კულტივაციისთვის განკუთვნილი შესაბამისი მოწყობილობა, წებოვანი ლენტები და სავარაუდოდ,ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ერთ-ერთი პირისგან ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 26 ვაზნა და 2 მჭიდი

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 262-ე, 265-ე და 273 პრიმა, 19-273-ე პრიმა, 18-273-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს," - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები