26 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
თბილისის მერიამ სპეციალური აპლიკაცია, "ფიქს თბილისი" შექმნა, სადაც მოქალაქეები დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ

საბურთალოს რაიონში გოძიაშვილის სახელობის პარკის რეაბილიტაციისთვის თბილისის მერიამ 2, 5 მლ ლარი დახარჯა. დღეს, ინფრასტუქტურის ნაწილი დაზიანებულია და ასე გამოიყურება. მოქალაქეები, რომლებიც თავისუფალ დროს განტვირთვისთვის გამწვანებულ სივრცეებს ირჩევენ, ვანდალურ ქმედებებს თავადაც აპროტესტებენ .

ასეთი ფაქტების ასახვის და სოციალურ ქსელში გავრცელების მცდელობაც ბევრჯერ ჰქონიათ. თბილისი მერიამ მოქალაქეებთან კომუნიკაციის ახალი პლატფორმა შექმნა . სპეციალურ აპლიკაციას "ფიქს თბილისი" ჰქვია. პროგრამაში დაზიანებული ინფრასტრუქტრის, გამწვანების თუ სხვა ფაქტების შესახებ ინფორმაციის განთავსებაა შესაძლებელი.

დედაქალის მერი ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში დღეს თავად მივიდა და ახალი აპლიკაციის ფუნქციასა და შესაძლებლობებსაც თავად გაეცნო. გოძიაშვილის სახელობის პარკი ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც დაზიანებულია რეაბილიტირებული და გამწვანებული გარემო .

თბილისი მერია ეტაპობრივად ავრცელებს ვიდეომასალასაც, სადაც კარგად ჩანს მიწისქვეშ გადასასვლელებში, საპარკინგე ადგილებსა და სხვადასხვაა სივრცეებში განადგურებული ადგილები.

ახალი აპლიკაცია "ფიქს თბილისი" დღეიდან უკვე მოქმედებს. მოქალაქე , რომელიც პროგრამაში კონკრეტულ ფაქტს ატვირთავს, ამავე აპლიკაციის საშუალებით მიიღებს განახლებულ ინფორმაციას თუ რა ეტაპზეა პრობლემის მოგვარება.

 

დღის ამბები